უკრაინის დროშის ქვეშ მცურავი გემი ფოთში ჩაიძირა. შემთხვევის მიზეზი უამინდობა გახდა. გემი "გრიგორი პეტროვსკი" ფოთის პორტის გარე რეიდზე იდგა. ძლიერი ქარის გამო გემი პორტის დამცავ ზოლს დაეჯახა და შუაზე გადატყდა.
ეკიპაჟის 11 წევრი ნაპირზე უვნებლად გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაცია სასაზღვრო პორტის თანამშრომლებმა და ფოთის პორტის კონტროლის სამსახურმა ჩაატარეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.