საპარლამენტო უმცირესობა იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის საშუალება მიეცემა.
"იმედი გვაქვს, რომ ის შეთავაზება, რომელიც ჩვენ პოლიტიკური დებატების გამართვის შესახებ გავაკეთეთ, უმრავლესობისთვის მისაღები იქნება. გასულ წელს ეს გაითვალისწინეს. არა მგონია, რომ წლევანდელი წელი გამონაკლისი იყოს", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ მთავარია ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, გამოსვლის საშუალება მიეცეს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, პრეზიდენტის ინიციატივები შეაფასოს.
"ამის შემდეგ კი პრეზიდენტს შესაძლებლობა მიეცემა, გამომსვლელის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს", - აღნიშნა "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ზუსტი თარიღი და ფორმატი GAგაირკვევა.