დღეს, 15.00 საათზე, ირაკლის ალასანიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, "ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები" სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა "შეწყვიტეთ უსამართლო სოციალური პოლიტიკა".
ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები გააპროტესტებენ პირველად მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდას, და მოითხოვენ ხელისუფლებიდან შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები და გონივრული ფისკალური პოლიტიკა აწაარმოოს.