ბოლო პერიოდში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ტექნო ბუმის მენეჯმენტი სპეციალური განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია:
"ბოლო პერიოდში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით სხვადასხვა კომპანიებმა დაიწყეს ტექნო ბუმის სლოგანის „ყველაზე დაბალი ფასების" გამოყენება, მიუხედავად იმისა ასახავს თუ არა შინაარსი სიმართლეს, მომხმარებელთა დასაცავად ტექნო ბუმის მენეჯმენტი მოუწოდებს მომხმარებელს ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოითხოვოს ყველაზე დაბალი ფასის გარანტია, ტექნობუმმა თავის მხრივ ყველაზე დაბალი ფასის გარანტიის ვადა კიდევ უფრო გაზარდა და დღეიდან მომხმარებელს მსოფლიო ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მობილურების და კომპიუტერების შეძენიდან 10 დღის განმავლობაში შეუძლია გადაამოწმოს ნებისმიერ სხვა ქსელში და თუ აღმოაჩენს უფრო დაბალ ფასს ჩვენ დავუბრუნებთ სხვაობას.მაგალითისათვის როდესაც სხვა ქსელში კომპიუტერის კომპლექტაცია ცხადდება ყველაზე დაბალ ფასად 699 ლარად, მაშინ როცა ზუსტად ანალოგიური მონაცემების კომპიუტერის სრული კომპლექტაცია 50 ლარით ნაკლებად 659 ლარად შრუძლია შეიძინოს ტექნო ბუმში, ასევე 849 ლარიანი კომპლექტაცია შეუძლია შეიძინოს 50ლარით დაბალ ფასად 799 ლარად.
„ტექნო ბუმი" 2011 წელშიც, მსოფლიო ბრენდების უახლესი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის ბუმით ,საქართველოში ყველაზე დიდი არჩევანითა და ყველაზე დაბალი ფასების გარანტიით თავის სტრატეგიას განავითარებს და მომხმარებელს სთავაზობს მიიღოს მაქსიმუმი, ყველაზე დიდი არჩევანი ყველაზე დაბალი ფასის გარანტია და უამრავი სიურპრიზი მთელი წლის განმავლობაში,"-აღნიშნულია განცხადებაში.