ქუთაისში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამაშველო ევაკუატორს გაუჩნდა.
ხანძარი ნიკეას ქუჩაზე საჯარო სადგომზე გავრცელდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადები და გამნაღმველთა ჯგუფები გამოიძახეს.
გავრცელებული ვერსიით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა.
ნიკეას ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.