ქარიშხალმა საგარეჯოს რაიონი დააზარალა. სოფელ უდაბნოს გრიგალმა გადაუარა.
ძლიერი ქარის გამო გზის სავალი ნაწილი თოვლის ნამქერმა დაფარა. საფარის ქვეშ სამი ავტომობილი მოჰყვა.
ქარბუქმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. სოფელ უდაბნოში მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა. სტიქია სოფელში ახლაც მძვინვარებს.
საგარეჯოს რაიონის გამგებლის გია ჩალათაშვილის თქმით, ღამის სამ საათზე ძლიერი ქარი დაიწყო, რის გამოც სოფელ უდაბნოში შემავალი გზა ჩაიკეტა. გამგებლის თქმით, მათ უკვე გამოყვეს მორიგე ტექნიკა და რამდენიმე ტრაქტორი, რომლებიც გზას ასუფთავებენ.
"ამ ეტაპზე სოფელ უდაბნოში ნამქერისა და ძლიერი ქარის საშიშროება არ არის",_აცხადებს ჩალათაშვილი.