„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ფრანკფურტში, გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. შეხვედრა, რომელსაც აკადემიური და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გოეთეს უნივერსიტეტში გაიმართა. გიორგი თარგამაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა და ქვეყნის განვითარების ქრისტიან-დემოკრატიულ ხედვაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა კითხვების პასუხად ხაზი გაუსვა დიასპორებთან მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას და გერმანიაში მცხოვრებ ქართველებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
პარტიის საერთაშორისო მდივნის, გიორგი რუხაძის ინფორმაციით, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" შეიქმნა დიასპორებთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.