ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პროცესის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა.
ტრამპის თვითმფრინავი თელ-ავივში, ბენ-გურიონის აეროპორტში დაეშვა, სადაც ის ქვეყანაში მოკლე ვიზიტს იწყებს.
მას აეროპორტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა დახვდა, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე სარა, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, მრჩეველი ჯარედ კუშნერი და მისი მეუღლე - და ტრამპის ქალიშვილი - ივანკა ტრამპი.
ისრაელში დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებს გამართავს ბენიამინ ნეთანუაჰუსთან. დაგეგმილია მისი გამოსვლა ქნესეთში. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება მძევლების ოჯახებს. ამის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი გაემგზავრება ეგვიპტეში, სადაც 20-ზე ემტი ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ღაზის მომავლის შესახებ სამიტში.