ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადება.
გორდულაძის თქმით, „საქართველოს რეალობაში ჯო უილსონი არის ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარი“.
„ეს არის ადამიანი, რომელიც ჩართულია ყველანაირ აქტივობაში საქართველოს წინააღმდეგ. როგორც აღმოჩნდა, თურმე ჯო უილსონს ღამე ეღვიძება და არ აძინებს, ჩემი ქართველი ხალხი ხომ კარგად არისო. ეს ადამიანი კომიკურ კოშმარად არის გადაქცეული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, კონგრესმენი ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა: “სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ, “ქართული კოშმარის” ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. მადლობელი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატაში ჩემმა კოლეგებმა დიდი უმრავლესობით აირჩიეს არაღიარების პოლიტიკა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. MEGOBARI [ აქტი] ახლავე”.