დღეს კალიფორნიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი აშშ-ს მე-40 პრეზიდენტის რონლად რეიგანის დაბადების 100 წლის იუბილის საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი ოფიციალური ვიზიტით აშშ ამერიკის კონგრესის მოწვევით იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის ვიცე-სპიკერებმა შეხვედრები სენატის და კონგრესის წარმომადგენლებთან, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან გამართეს.