დედოფლისწყაროს პოლიციამ მარიხუანას გადატანის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პოლიციის უფროსმა გელა ბუნტურმა განუცხადა, ბავშვს ნახევარი ტომარა მარიხუანა გადაჰქონდა.
დაკავებული სოფელ ლენინოვკაში მცხოვრები ბოშა ბავშვია. დაკავებულის დედის განცხადებით, მის შვილს რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში მშობლის დასწრების გარეშე კითხავდნენ. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ადვოკატის აყვანის ხარჯი არ აქვს.