საპრეზიდენტო სასახლის აღების ეს პაროდია მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის 310 დღის დისკრედიტაციისთვის , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის აგრძელებს ხალხთან მშვიდობიანად დგომას.
“საპრეზიდენტო სასახლის აღების ეს პაროდია მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული,დ ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის 310 დღის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, ფორმალურად უარვყოფ ამას და ვაგრძელებ ჩემს ხალხთან მშვიდობიანად დგომას მანამდე, სანამ ახალ არჩევნებს არ მოვიგებთ,” - წერს ზურაბიშვილი.