310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს" - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბშვილის თქმით, მოქალაქეები ქუჩებში დღეს გამართული ადგილობრივი არჩევნების "დაცინვის" წინააღმდეგ გამოვიდნენ.
#საქართველოაპროტესტებს გაყალბებული არჩევნებიდან და რეჟიმის პრორუსული შემობრუნებიდან 310 დღის შემდეგ, ქართველები აგრძელებენ და აძლიერებენ მასობრივ პროტესტს... ადგილობრივი არჩევნების დღევანდელი დაცინვის წინააღმდეგ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.