დოლიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი გახსნილია. სამართალდამცველებმა იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად ადამიანის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ის 29 წლის ლევან ჩაჩანაძეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ამოღებულია დანაშაულის იარაღი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინრარეობს.