უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 185 უკრაინელი სამხედრო და 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა.
„რუსული ტყვეობიდან სამშობლოში 185 დამცველს ვაბრუნებთ. 183 რიგითია, სერჟანტი და ორი ოფიცერი. ჯარისკაცები შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან.
მშვიდობიანი მოქალაქეები - ჩვენი 20 ადამიანი - ასევე ბრუნდებიან დამცველებთან ერთად. ყველას გაეწევა საჭირო მხარდაჭერა.
ჩვენი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ მარიუპოლში, აზოვსტალში და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. მათი უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა და ახლა საბოლოოდ სახლში არიან,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
საკოორდინაციო შტაბი განმარტებით, ეს კომბინირებული გაცვლაა: უკრაინამ 205 სამხედრო და სამოქალაქო პირი დააბრუნა.