ბოლო ოცი დღის განმავლობაში უკანონო თევზჭერის 19 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოს დაცვის ინსპექციამ უკანონო თევზჭერის ბოლო ფაქტი გუშინ, მორიგი პატრულირებისას, გარდაბნის რაიონში, "თბილსრესის" მიმდებარე არხზე გამოავლინა, რომლის დროსაც თევჭერა ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ხორციელდებოდა.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ უკანონო თევზჭერის საშუალებები - ელექტროშოკური აპარატი, რეზინის გასაბერი ნავი, აკუმულატორი, ჩოგანბადე და უკანონოდ მოპოვებული 24 კგ ხრამულის ჯიშის თევზი.
გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1440 ლარი შეადგინა.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცემა.
აღნიშნულის გამო გარემოს დაცვის ინსპექციამ უკანონო თევზჭერაზე კონტროლი გაამკაცრა.