უნგრეთი აპირებს რუსული დრონების ჩამოგდებას, თუ ისინი განზრახ ან შემთხვევით დაარღვევენ მის საჰაერო სივრცეს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„რამდენადაც ვიცი, კი. ჩვენ ამის არ გვეშინია, რა თქმა უნდა, მათ ჩამოვგდებთ“, - თქვა ორბანმა.
ორბანის თქმით, დასავლეთ ევროპელების პოზიცია რუსული დრონებისა და თვითმფრინავების მიერ რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით არასწორია.
„ჩვენ [ევროპა] ყველა ასპექტში უფრო ძლიერები ვართ. არასდროს მესმოდა, რატომ ვსაუბრობთ, როცა უფრო ძლიერები ვართ, თითქოს სუსტები ვიყოთ. რუსეთი ჩვენთან შედარებით სუსტია, სუსტი სამხედრო თვალსაზრისით, სუსტი ეკონომიკურად და რიცხობრივადაც სუსტი“, - განაცხადა ორბანმა.