უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქში ობროპილიეს კონტრშეტევითი ოპერაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
„დობროპილიეს კონტრშეტევითი ოპერაცია გრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა დანაყოფს, რომელიც მონაწილეობდა მათი ეფექტურობისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული, უკრაინულმა ჯარებმა უკვე მოახერხეს 174 კვადრატულ კილომეტრზე მეტის გათავისუფლება და 194 კვადრატულ კილომეტრის ტერიტორიის მეტის რუსი დივერსანტებისგან გაწმენდა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხოლოდ ამ ოპერაციაში რუსეთის დანაკარგები თითქმის 3 200-ს შეადგენს.
ზელენსკის თქმით, მოისმინა ანგარიშები კუპიანსკში, ხარკოვის ოლქის სასაზღვრო ზოლში და დონეცკისა და დნიპროპეტროვსკის ოლქების შესაყართან მდებარე რაიონებში არსებული ვითარების შესახებ.
„იქ ადვილი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები და ჩვენი ქვედანაყოფები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების დასაცავად. მადლობა ამისთვის,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.