რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსები ტანკერებს იყენებენ ევროპის ქვეყნებში დრონების გასაშვებად და სამართავად.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სანქციები მძიმე დარტყმას აყენებს რუსეთის ენერგოვაჭრობას და რუსეთის ტანკერების ფლოტის მთელ ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, ამჟამად არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსები ტანკერებს იყენებენ დრონების გასაშვებად და სამართავად, რომლებსაც ისინი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ უშვებენ.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბალტიის ზღვა და სხვა ზღვები რუსული ტანკერებისთვის უნდა დაიხუროს, სულ მცირე, ჩრდილოვანი ფლოტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ძლიერ ნაბიჯებს“ ელის.
„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამ შეიძლება რეალურად აიძულოს რუსეთი შეცვალოს თავისი პოზიცია და შეწყვიტოს ომი.
„მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომლებიც ნამდვილად იმუშავებს მშვიდობისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.