სახელმწიფოს კუთვნილი ფართობის არაკანონიერად გაქირავებისათვის, მცდარი ხარჯთაღრიცხვის წარმოებისა და თანხების მითვისებისათვის დაკავებულია ორი უწყების რამდენიმე წარმომადგენელი.
"მიმდინარე წლის დასაწყისიდან მთავარ პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს სახელმწიფო კუთვნილი უძრავი ქონების იჯარის ფორმის განკარგვის კანონიერების შესამოწმებლად.
ამ ეტაპზე დასრულებულია ღონისძიებათა პირველი ფაზა, რომელმაც მოიცვა განათლებისა და მეცნიერების ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სისტემაში შემავალი ქვედანაყოფები.
გატარებული სამუშაოს შედეგად დაკავებულია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ვალერი ჯოხაძე, ასევე განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად გაწეული მუშაობის შედეგად დაკავებულები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი დირექტორის მოადგილე მურმან ხვედელიძე.
დასახელებულ პირებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის აღება, რის სანაცვლოდ მათ უკანონოდ საბაზრო ფასთან შედარებით ათჯერ დაბალ ფასად დაინტერესებულ პირებს გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავო ქონება, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს 700 ათასი ლარის ზიანი მიაყენეს.
ღონისძიებები ამ მიმართულების გრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელს ტერიტორიას", _ განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ პროკურატურაში მოწყობილ საგანგებოდ ბრიფინგზე.