უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის ცნობით, კიდევ 16 ბავშვი დააბრუნეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივის Bring Kids Back UA -ს ფარგლებში, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 16 უკრაინელი ბავშვის გადარჩენა მოახერხა.
15 წლის გოგონა დეიდასთან ერთად ოკუპაციას გაექცა მას შემდეგ, რაც მის მშობლებს და უფროს ძმას რუსებმა შეთითხნილი ბრალდებებით ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
14 წლის გოგონამ და მისმა 7 წლის დამ სახლი და ყველა ნივთი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ხანძარმა მათი სახლი მთლიანად გაანადგურა.
15 წლის გოგონა და მისი მშობლები სამი წლის განმავლობაში თითქმის არ ტოვებდნენ სახლს, რადგან ოჯახი ყოველდღიურად შიშით ცხოვრობდა, რომ დამპყრობლები კარზე დააკაკუნებდნენ და ბავშვებს წაიყვანდნენ. საოკუპაციო „მეურვეობის სამსახური“ კი ცდილობდა 10 წლის ბიჭის ბიოლოგიური მშობლებისგან წართმევა“, - დაწერა მან Telegram-ზე.