ვინც გინდა დააწეროს ბანერს „რუსული“, მაგრამ ხოშტარიამ არა - უხერხული და სასაცილოა, ის რუსეთის საქმეს აკეთებს - ეს არის პროვოკაცია, როგორ შეიძლება პროტესტი იყოს, როცა „გაგანია“ რუსეთის მიერ დაფინანსებული ქალი დადის და ბანერებზე აწერს სიტყვა „რუსულს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ელენე ხოშტარიას მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
„მართლა სულელები ვგონივართ და მართლა სულელები ჰგონიათ ამომრჩეველი, რომ ამას ვერ ხვდებოდეს? ეს ათიათასობით დოლარი, რომელიც რუსეთისგან მოემართება, სწორედ ამ საქმიანობისკენ მიდის. ის მათ საქმეს აკეთებს. ამაზე კითხვების დასმა უკვე უხერხული და სასაცილოცაა. ვინც გინდა, დააწეროს „რუსული“, მაგრამ ხოშტარიამ – არა. უხერხული და სასაცილოა. თუ სიტყვა „რუსულის“ გამოყენება მოსწონს და ამას სოლიდარობას ეძახის, მაშინ ამას „რუსულ სოლიდარობას“ დავარქმევდი. ელენე ხოშტარიას მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება, რადგან ეს არის პროვოკაცია. ს არის პროვოკაცია, როგორ შეიძლება პროტესტი იყოს, როცა „გაგანია“ რუსეთის მიერ დაფინანსებული ქალი დადის და ბანერებზე აწერს სიტყვა „რუსულს“,, ეს მხოლოდ სასაცილოა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.