აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებზეც 16 სექტემბრიდან შეერთებულ შტატებში საქონლის ექსპორტი ფაქტობრივად სრულად აიკრძალება.
აღნიშნულია, რომ ახალი შეზღუდვებს დაუწესდება ჩინეთის 23, თურქეთის სამ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ კომპანიას, ასევე თითო-თითო კომპანიას ინდოეთიდან, ირანიდან, სინგაპურიდან და ტაივანიდან.
როგორც სავაჭრო დეპარტამენტმა განმარტა, ზემოაღნიშნული კომპანიები რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებებისთვის მიწოდებას ახორციელებდნენ და ასევე აწვდიდნენ ამერიკულ პროდუქციას საჭირო ნებართვების გარეშე.
„აშშ-ის მთავრობამ დაადგინა, რომ ეს ორგანიზაციები მოქმედებენ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - ნათქვამია აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში.