ისრაელის არმია მალე დაიწყებს მასშტაბურ შეტევას ქალაქ ღაზაზე, რათან დაკავსირებითაც ადგილობრივმას მოსახლეობამ ქალაქი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი ვიდეომიმართვა პრემიერის ოფისმა გაავრცელა.
მან აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის არმიამ ღაზაში რამდენიმე მაღლივიშენობა გაანადგურა.
ისრაელის მხარის თქმით, ამ მაღალსართულიან შენობებს ჰამასი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ დღეში ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში უკვე 50 მაღალსართულიანი შენობა გაანადგურეს.
„ეს ყველაფერი მხოლოდ შესავალია, პრელუდია ძირითადი ინტენსიური მოქმედებებისა - ჩვენი ჯარების მიერ ღაზაში სახმელეთო მანევრის, რომლებიც ახლა იკრიბებიან და ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, ვსარგებლობ შემთხვევით და ღაზას მოსახლეობას მივმართავ: „ყურადღებით მომისმინეთ, გაფრთხილებული ხართ, გადით იქიდან!“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მანამდე ისრაელმა პალესტინის ანკლავში ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის მიზანია ღაზაზე სრული კონტროლის დამყარება და ჰამასის სრული დამარცხება.
არმიის შეტევითი გეგმები ნეთანიაჰუმ აგვისტოს ბოლოს დაამტკიცა.