ჩვენი სახელმწიფო რეალურად აგრძელებს ევროპული სტანდარტების მიმართულებით მოძრაობას, სწრაფი ტემპით და სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
"ჩვენი სახელმწიფო რეალურად აგრძელებს ევროპული სტანდარტების მიმართულებით მოძრაობას, სწრაფი ტემპით და სწორი მიმართულებით. მათ შორის შეგვიძლია ვთქვათ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ე.წ. ასოცირების საბჭო გაიმართა აქ, მთავრობის ადმინისტრაციაში. მნიშვნელოვანი იყო ის ანგარიშგება, მნიშვნელოვანი იყო მანამდე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობები, რომლებიც ევროინტეგრაციას ეხება მათ შორის.
აი, ამ კონტექსტში, მე ვფიქრობ, თუ ჩვენ გავაანალიზებთ ვითარებას, არსებულ მდგომარეობას ძალიან მარტივად, ყველასთვის თვალსაჩინო იქნება, რომ საქართველო უკლებლივ ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ტემპი ევროინტეგრაციის. მივყვებით ასოცირების დღის წესრიგს. ამიტომაც ითქვა, რომ დიახ, საქართველო, არც თუ ისე შორ მომავალში, ყველაზე მეტად მზად იქნება, გაფართოების შემდგომი ტალღა როდესაც მოვა და ეტაპი როდესაც დადგება, საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, რომ ის გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
მაგრამ, სამწუხაროდ, ვიზალიბერალიზაცია, ევროპულ გზაზე გარკვეული შეფასებები, სამწუხაროდ, როდესაც ის პოლოტიკოსებისგან კეთდება, ხშირ შემთხვევაში არის მოტივირებული და ნაკარნახევი, მიკერძოებული მცდარი პოზიციებით," - განცხადა მიხეილ სარჯველაძემ.