ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ დაუყოვნებელი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის დივიზიაში ჩასვლისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ სიტყვით მიმარტა.
„დღეს აქ მოვედი, რათა დავამტკიცო ჩემთვის და თავდაცვის მინისტრისთვის წარდგენილი ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები ქალაქის ღაზის აღებისა და ჰამასის დამარცხების შესახებ“, - თქვა მან.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდად აფასებს რეზერვისტებისა და რეგულარული დანაყოფების ძალისხმევას. თუმცა, მან დასძინა, რომ ოპერაციის დაწყება არანაირად არ აუქმებს შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს.
„ამავდროულად, მე გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის დასრულების შესახებ ისრაელისთვის მისაღები პირობებით. ეს ორი რამ - ჰამასის დამარცხება და ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება - ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუ შუამავლებსა და ჰამასს მკაფიოდ უცხადებს, რომ ოპერაცია მოლაპარაკებების მიუხედავად გაგრძელდება და სამხედრო მოქმედებები შეიძლება დასრულდეს მხოლოდ შეთანხმების დადების შემდეგ.