უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ კრემლის მეთაურ ვლადიმირ პუტინთან „ტერიტორიულ საკითხს“ განიხილავს. ამის შესახენ ზელენსკიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ამასთან, ზელენსკიმ კიდვ ერთხელ გაიმეორა, რომ მას ტრამპთან არანაირი კამათი არ ჰქონია და მასთან „კარგი, თბილი, შინაარსიანი საუბარი“ ჰქონდა.
პრეზიდენტის თქმით, მან განმარტა, თუ როდის და როგორ მოხდა უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილების, კერძოდ, აღმოსავლეთის ნაწილისა და ყირიმის ოკუპაცია 2014 წელს.
ზელენსკიმ პირდაპირ არ უპასუხა აშშ-ის პოზიციას იმის შესახებ, დაჟინებით მოითხოვს თუ არა ის ტერიტორიების გაცვლას და აქვს თუ არა უკრაინულ მხარეს ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს გარკვეული ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის კუთვნილად აღიარების მიმღებლობას
„ტერიტორიების საკითხი ჩემსა და პუტინს შორის გადაწყდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.