ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი დარწმუნებულია, რომ თუ უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, ომი 2025 წელს დასრულდება.
„თუ პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, მაშინ მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ ეს ომი შობამდე დიდი ხნით ადრე დასრულდება“
თუ შეხვედრა არ შედგება, ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპმა, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოუტანოს პუტინის და მათთ, ვინც მის ნავთობსა და გაზს ყიდულობს,“ - თქვა გრემმა.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ტრამპსა და პუტინს ალასკაში, შეხვედრაზე უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის გამართვის შესაძლებლობა არ განუხილავთ.
ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ პუტინს და ზელენსკის სურთ, რომ ის დაესწროს შესაძლო შეხვედრას, რომელზეც მშვიდობის მიღწევის გზები განიხილება. „ორივეს უნდა, რომ იქ ვიყო. ორივეს უნდა, რომ იქ ვიყო და მე იქ ვიქნები“, - თქვა მან.