უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქში ოკუპირებული 18 სოფლიდან ან მნიშვნელოვანი პუნქტიდან 6 გაათავისუფლეს და ორ წერტილში რუსეთის საზღვარს მიაღწიეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სუმის ოლქი. იქ 18 წერტილი გვქონდა - ოკუპირებული სოფლები ან მნიშვნელოვანი პუნქტები. ექვსი გათავისუფლებულია. ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. ეს კარგი ამბავია. ორ წერტილში რუსეთის ფედერაციასთან საზღვარს მივაღწიეთ. ვფიქრობ, იქ მეტ-ნაკლებად პოზიტიური მდგომარეობაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, გარდა ამისა, თავდაცვის ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ ზაპოროჟიეს რეგიონში. ასევე აღინიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუჰანსკის რეგიონში მტრის პოზიციებისკენ 1 კილომეტრით წაიწიეს.