საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის პოსტ „ხობჩოს" სამოქმედო მონაკვეთზე 2 საქართველოს მოქალაქე დააკავა.
არჩილ გივის ძე მახარაშვილი და სერგი რაფიელის ძე კიკნაძე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.