აშშ-ის სამხედრო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ერთ-ერთი ლიდერისა და მისი ორი ვაჟის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადეს.
„ცენტრალური სარდლობის ძალებმა ჩაატარეს რეიდი, რომლის დროსაც მოკლეს ISIS-ის უფროსი ლიდერი ჯია ზავბა მუსლიჰ ალ-ჰარდანი და მისი ორი ზრდასრული ვაჟი, რომლებიც ISIS-თან იყვნენ დაკავშირებული, აბდულა ჯია ალ-ჰარდანი და აბდ ალ-რაჰმან ჯია ზავბა“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ ადგილზე მყოფი სამი ბავშვი და სამი ქალი არ დაშავებულა.
ინფორმაციაში ასევე მოყვანილია ცენტრალური სარდლობის მეთაურის, გენერალ ერიკ კურილას განცხადება, რომ „მიმდინარეობს ISIS-ის ტერორისტების მუდმივი დევნა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.
„ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ერთგულია ISIS-ის ტერორისტების მუდმივი დამარცხების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რეგიონს, ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენს სამშობლოს,“ - განაცხადა კურილამ.