წულუკიანის გარდა, სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეთ მთელი იმ წლების განმავლობაში, რომელსაც სიკვდილით დასჯა აქვს გამოტანილი? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს მოუწევს სერიოზული პასუხის გაცემა, სასამართლოს წინაშე.“
"თქვენ რა გგონიათ, უზენაეს სასამართლოში მაშინ პირველი ინსტანციით განიხილებოდა ის საქმეები, რომლითაც სიკვდილით დასჯა იყო განსაზღვრული? წულუკიანის გარდა, სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეთ მთელი იმ წლების განმავლობაში, რომელსაც სიკვდილით დასჯა აქვს გამოტანილი? დარწმუნებული ვარ, ჟორჟოლიანს მოუწევს სერიოზული პასუხის გაცემა, სასამართლოს წინაშე, მის მიერ გაცემული არასწორი ინფორმაციის გამო. მე სწორედ მაშინ ვიყავი დეპუტატი, როცა სისხლის სამართლის კოდექსიდან, სიკვდილით დასჯა ამოვიღეთ. სააკაშვილს ჰქონდა ერთი ხმა და მისცა, სააკაშვილი არ ხელმძარვანელობდა ამას, რამდენიც არ უნდა დაიბრალოს, ეგ არის ჯონი ხეცურიანის გაკეთებული, წიგნიც აქვს გამოცემული და თუ არ ვცდები, ჩემი სქახელი და გვარიც ფიგურირებს, -განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.