ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოსლო მზადაა, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შესყიდვის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღოს,
ამის შესახებ იონას გარ სტიორემ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
14 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები ამერიკულ იარაღს, ძირითადად Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, შეიძენენ და უკრაინას გადასცემენ.
გერმანიამ, დანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ადრე განაცხადეს, რომ მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სქემაში.