გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეა, რომელსაც სამარტოო საკანში აწამებენ – მის ადგილზე ხვალ შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ, რადგან ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელი სწორედ თავის ყოფილ მოკავშირეებთან არის“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციით სამარტოო საკანში გაუსწორდნენ და მიღებული მძიმე დაზიანებების გამო გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
“უპირველეს ყოვლისა მინდა ბაჩიაშვილს პარტიის სახელით გამოვუცხადო სოლიდარობა, ის არის ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე და ბრალს იხდის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის წინააღმდეგობაში შევიდა ივანიშვილთან. ბუნებრივია აქვე მოვითხოვდით ფაქტის გამოძიებას, რადგან ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს აწამებენ და მასზე არის ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ რუსულ დიქტატურაში, სადაც ძალადობის აქტორი თავად სისტემაა, ასეთი გამოძიების მოთხოვნას აზრი არ აქვს, ამიტომ ერთადერთი შეფასება, რასაც გავაკეთებთ არის ის, რომ
ეს უნდა იყოს ივანიშვილთან მოთამაშე ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დღევანდელი თანამდებობის პირი, თუ იქნება ეს მისი პროპაგანდისტი თუ ბიზნესმენი, რომელიც დღეს თანამშრომლობს ივანიშვილის რეჟიმთან. კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ და ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელი არის სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან ერთ დროს თანამშრომლობდნენ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.