შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი გიორგი გოდერძიშვილი, რომლემაც წვევამდელებისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით 2000 ლარი აიღო.
მიმდინარეობს წინასწარი გამოიძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.