უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების აუცილებლობას უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ სიბიჰა Х-ზე წერს.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ რუსეთი „აგრძელებს ტერორის ესკალაციას ასობით დრონისა და რაკეტის კიდევ ერთი ტალღის გაშვებით“.
„რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური ტერორის მასშტაბები აჩვენებს მოსკოვისთვისნავთობიდან მიღებული შემოსავლების ჩამორთმევის აუცილებლობას, რასაც ის ომის დანაშაულებად აქცევს“, - აღნიშნა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი „დღეში ტერორის ასობით საშუალებას აწარმოებს“.
მისი თქმით, ასეთი მასშტაბები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას.
„ჩვენი პარტნიორების ინტერესებშია, რაც შეიძლება სწრაფად მივაყენოთ დარტყმა ამ ტერორისტულ ქარხანას ახალი მკაცრი სანქციებით: ევროკავშირის მე-18 პაკეტი და გრემ-ბლუმენტალის კანონპროექტი. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პუტინის სიკვდილის ქარხნის დაფინანსება“, - წერს სიბიჰა.