„ლელოში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის წარმომადგენლები დააკავეს.
ხელისუფლების მიერ, პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება და როგორც ჩანს, განსაკუთრებული სამიზნეა “ლელო ძლიერი საქართველო“,- ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
"ხელისუფლების მიერ, პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება და როგორც ჩანს, განსაკუთრებული სამიზნეა “ლელო ძლიერი საქართველო“, რადგან დღეს ერთდროულად, ჩვენი პარტიის მნიშვნელოვანი წევრი, დაკავებული იქნა, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, გაუგებარი მიზეზებით. მინდა, აღვნიშნო, რომ ვერანაირი მსგავსი ქმედება, ვერ აგვაღებინებს ხელს იმ პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც გამოცხადებული გვაქვს რუსული რეჟიმისთვის.
მინდა, აქვე განვაცხადო, გარდა იმის, რომ დღეს დაკავებული იქნა ოთო ფარულავა, ლევან ჯორბენაძე და ბექა ბერიძიშვილი, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, ასევე განხორციელდა შესაბამისი დევნა, ასევე სხვა პარტიის წარმომადგენლების, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბექა პაპაშვილის მიმართ. ხელისუფლება, რომელიც არის შესული ჩიხში, მოქცეულია სრულ იზოლაციაში და ვხედავთ, რომ ყოველდღიურად მძიმდება საერთაშორისო წნეხი, ამ ხელისუფლებაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, უკევ შეჭმულია შიდა კლანური გარჩევებით და მათ შორის ვხედავთ, რომ უკვე მკვლელობის მცდელობაზე არიან გადასულნი ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ დღეს დაშინებით, ძალადობით და დევნით შეაჩერებს ჩვენს პოლიტიკურ აქტივობას.
ჩვენ ვთქვით, როდესაც დააპატიმრეს ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომ ვერაფერი შეგვაშინებს, ვერაფერი აგვაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე და დღესაც იგივე გზავნილი მაქვს, როგორც ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის, ასევე ჩვენი თანაპარტიელებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი ქვეყნისთვის, რომელიც იქნება ევროპული სახელმწიფო, სადაც ვეღარავინ გათელავს ფეხქვეშ ჩვენს უფლებებს. ეს ბრძოლა არ შეჩერდება არცერთი წუთით და ყოველ ჯერზე, როდესაც გამალებული ძალით, ხელისუფლება შეეცდება ჩვენს შევიწროებას, სამართლებრივ დევნას და ჩვენს დაშინებას, ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ ჩვენი ბრძოლის გაძლიერებით და ერთიანი ფრონტის შეტევით ამ რუსული ხელისუფლების წინარმდეგ, ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლების თარეშს და იმ უსამართლობას, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს უკლებლივ,- განაცხადა სალომე სამდაშვილმა.