აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, ვინ გასცა გასულ კვირას ბრძანება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ.
ამის შესახებ ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
გასულ კვირას პენტაგონმა გამოაცხადა, რომ აჩერებდა უკრაინისთვის არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ნაწილის გადაცემას, იმ მოტივით, რომ სხვა საფრთხეებისგან თავდაცვის მიზნით იარაღის დაზოგვა იყო საჭირო.
თუმცა, 7 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატები უკრაინას იარაღს გაუგზავნის, რათა მან თავის დაცვა შეძლოს.
ამ საკითხზე კომენტირებისას, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს უკრაინისთვის თავდაცვის მიზნით იარაღის მიწოდება, რადგან კრემლის მმართველი ვლადიმირ პუტინი „ძალიან ბევრ ადამიანს კლავს“.
„სწორედ ამიტომ ვამარაგებთ უკრაინას თავდაცვითი იარაღით და მე ეს გადაწყვეტილება დავამტკიცე“, - თქვა მან.
კითხვაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება გასულ კვირას უკრაინისთვის მიწოდების შეჩერების შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი, თქვენ მითხარით“.
პარასკევს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილეს.
საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ კმაყოფილი იყო ამით და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, დახმარებოდა უკრაინას.
Axios-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის დაპირდა, რომ უკრაინას მყისიერად გაუგზავნის Patriot-ის 10 რაკეტას,