რეჟიმისთვის მეორე სუნთქვის გახსნაზე, პასუხისმგებელი „ლელოა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, კრისტალიზაციის პროცესი კარგია.
„არჩევნებზე ვინც „ლელოს“ ხმა მიეცით, აწი, მაინც უნდა მიხვდეთ, რომ „ნაცებზე“ სანდო, რეჟიმთან ბრძოლაში არავინაა. ხაზარაძისგან განსხვავებით, ჩვენ უკან დასახევი გზა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ გვაქვს. კრისტალიზაციის პროცესი კარგია. რეჟიმისთვის მეორე სუნთქვის გახსნაზე, პასუხისმგებელი „ლელოა““, – წერს წითლიძე.