საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ზე წერს.
„მადლობა ბენჯამინ ჰადადსა და სტივენ დოუთის ამ უმნიშვნელოვანესი და დროული შეხვედრის ორგანიზებისთვის.
საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - [გაერთიანებული სამეფოს] საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს“, - წერს მაკკლირი.
მაკკლირი 1-ელ ივლისს დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტივენ დოუთის მიერ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ, მათ შორის იყო საფრანგეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი.