უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ სლოვაკი კოლეგის, იურაი ბლანარის განცხადებას რუსეთის „პატიების“ შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია“.
სიბიჰა ამის შესახებ Х-ზე წერს.
„გულუბრყვილობაა იმის მოლოდინი, რომ დამნაშავე შეწყვეტს დანაშაულის ჩადენას, თუ მას აპატიებენ და არ დასჯიან. რუსეთი მეორე ლოყაშიც დაგარტყამს“, - წერს სიბიჰა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მათ, „ვისაც ამ ომში არავინ დაუკარგავს, არ აქვთ უფლება, გააკეთონ ასეთი განცხადებები“.
ბლანარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინაში რუსეთის ომის გადასაწყვეტად რუსეთთან კომუნიკაციის დამყარებაა საჭირო.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთთან თანამშრომლობის გზა უნდა იპოვოს, ან „თუნდაც ყველაფერი აპატიოს, რაც მოხდა“.