თეა წულუკიანი, ვიღაც ვიგინდარა, უზრდელი, მე მიბარებს კომისიაზე. როგორ - „გივი, ჩვენ ვართ გივი“, ასე რომ დაიბაროს ბიძინა, მივა იქ? ბებიამისი რომ დაიბაროს ასე, არ უნდა? რას ნიშნავს, კომისიაზე ასე მიბარებენ? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ განაცხადა.
ის სავარაუდოდ, ისარგებლებს საბოლოო სიტყვით და განაჩენის გამოცხადებასაც დაესწრება, რომელიც 27 ივნისს, 10:30 საათზეა დანიშნული.
„ვხედავთ, რომ ყველას იჭერენ. ამ მოსამართლემ ახალგაზრდა ბიჭი 4,6 წლით გაუშვა ციხეში და მე რას მიზამს, არც ვდარდობ მაგაზე. პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებად ვიდეოჩანაწერი, სადაც ვიღაც არსება, თეა წულუკიანი, ვიღაც ვიგინდარა, უზრდელი, მე მიბარებს კომისიაზე, როგორ - „გივი, ჩვენ ვართ გივი“. ასე რომ დაიბაროს ბიძინა, მივა იქ? ბებიამისი რომ დაიბაროს ასე, არ უნდა? რას ნიშნავს, კომისიაზე ასე მიბარებენ? მე გამოცდილი ადამიანი ვარ, პატარა აღარ ვარ, ვინაა თეა წულუკიანი, „გივი ჩვენ ვართო“, რომ მეძახის, ამაზე უნდა მივიდე? რაზე ვსაუბრობთ?
არც ისე მივიდოდი და არც ასე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უზრდელი უნდა იყოს. მე თვითონ ვიყავი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გახსოვთ რამე ჩემგან უზრდელობა? მე მზად ვარ ყველაფრისთვის, პუტინის ძებნილი ვარ, 25 წელი ბელარუსში მოსჯილი მაქვს, რუსეთში ციხეში ჩაჯდომა მაქვს მოსჯილი, მზად ვარ, აბა, გიჟი კი არ ვარ, ასე რომ ვიქცევი?“ - განაცხადა თარგამაძემ.
ცნობისათვის, თეა წულუკიანმა 3 აპრილის სხდომაზე განაცხადა: „ოპერაცია - „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება - ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი“.