გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას ისრაელს ირანის წინააღმდეგ ზომიერების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, ოთხშაბათს საღამოს გამართული საუბრის დროს მერცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ფუნდამენტური მხარდაჭერა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო დარტყმების მიმართ.
ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზის მნიშვნელობას.
გერმანია პარასკევს ჟენევაში, თავის მუდმივ წარმომადგენლობაში, ევროპელ პარტნიორებთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. მოლაპარაკების მიზანია თეირანისგან გარანტიების მიღება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვისაა განკუთვნილი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უკვე დაადასტურა მონაწილეობა გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატ, კაია კალასთან შეხვედრაში.