ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ თეირანზე ერთ-ერთი ბოლო იერიშის სამიზნე ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბბინა იყო.
„ახლახან რეჟიმის მთავარი რეპრესიული საშუალება, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა გავანადგურეთ. როგორც დაგპირდით, ჩვენ აიათოლას რეჟიმის დაბომბვას ყველგან გავაგრძელებთ, სადაც ეს საჭირო იქნება“, - წერს ისრაელ კაცი X-ზე.