მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
მელიქიშვილის გამზირის შემდეგ მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი, ძირს უსამართლო სასამართლო”.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: პუბლიკა