„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რესპუბლიკელი სენატორის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია აშშ-ის მხრიდან.
„სენატორ სტივ დეინსის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის წევრი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია აშშ-ის მხრიდან, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით შეხვედრაზე ვიყავით მე და ნიკა გვარამია. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვედრაზე, ის, სავარაუდოდ, იმ გზავნილს გადასცემს, რომლის ელჩის მხრიდან მიღებაზეც ივანიშვილმა უარი განაცხადა. ეს არის დასტური იმის, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა არ იქნება, თუ საქართველო არ დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას, ხოლო ამის შანსი არის რეალური, ნორმალური, საპარლამენტო ახალი არჩევნებისა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობებში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სენატორი სტივ დეინსი საქართველოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ასევე, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს.