საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მას ატყუებდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტურნეს დროს მაკრონმა მოუწოდა „წესებზე დაფუძნებული წესრიგის შენარჩუნებისკენ“ „სერიოზული დისბალანსის“ გლობალურ კონტექსტში.
მან მიმართა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ვიეტნამი და ინდონეზია, რომლებიც ტრადიციულად მოსკოვისგან ყიდულობდნენ იარაღს, მაგრამ ახლა ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებენ.
მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი, „ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მხარდაჭერით უკრაინაში ომის წარმოებით, არა მხოლოდ ევროპის, არამედ აზიის დესტაბილიზაციას ახდენს“.
მისივე თქმით, ტრამპი მიხვდა, რომ პუტინმა ის მოატყუა.
„მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა მას მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ ელაპარეკებოდა, ის ტყუოდა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.