ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმიანება.
საქართველო აგრძელებს პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ გზაზე სიარულს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა იქნას გათავისუფლებული.
“ქართული ოცნების” მთავრობამ და“ მათმა ოლიგარქმა მარიონეტების მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს. დიდი ბრიტანეთის სანქციები უნდა მოჰყვეს,” - წერს მაკკლირი. X-ზე.