საქართველოში ანტიამერიკული ხელისუფლება არ არის, პირიქით, ჩვენი ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასა და ორგანიზაციასთან გვქონდეს თანაბარი, სწორუფლებიანი ურთიერთობა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ საქართველოს შესახებ წარმომადგენელთა პალატაში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა.
მისი თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ჯო უილსონის მხრიდან დასმული კითხვა იყო პროვოკაციული, რომელზეც დიპლომატს მხოლოდ ისეთი პასუხი შეეძლო, გაეცა, როგორიც გასცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტი როგორც იტყოდა, ადამიანებმა ინგლისური და „გუგლი“იციან, „დაგუგლონ“ და განცხადებას ინგლისურად მოუსმინონ, სადაც საუბარია, თუ რომელიმე რეგიონში ანტიამერიკული რეჟიმი ან ხელისუფლება არსებობს, ამერიკას მათზე რეაგირება ექნება. უნდა ვნახოთ, არის თუ არა საქართველოში ანტიამერიკული ხელისუფლება, არა, პირიქით, ჩვენი ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასა და ორგანიზაციასთან გვქონდეს თანაბარი, სწორუფლებიანი ურთიერთობა. მათ შორის, პროვოკაციული კითხვა, რომელიც ჯო უილსონმა დასვა, რომელიც საქართველოს მიმართ გამსჭვალულია ზიზღითა და სიძულვილით, რაც საქართველოს საწინააღმდეგო მტრული აქტის დაინიცირებით და არა მხოლოდ ამით გამოიხატება. კითხვა იყო პროვოკაციული, რომელზეც დიპლომატს მხოლოდ ისეთი პასუხი შეეძლო, რომ გაეცა, როგორიც გასცა, რომ თუ ასეთი რამე არსებობს ნებისმიერ სხვა რეგიონში შესაბამისი რეაგირება იქნება, მაგრამ ასეთი ხელისუფლება საქართველოში არ არის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.