ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა
თინა ბოკუჩავას განცხადებით, რეჟიმი იქცევა ზუსტად ისე, როგორც პუტინი - იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და ამყარებს დიქტატურას.
“სრულ ინკვიზიციას ახდენს ივანიშვილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ევროპული მშვიდობის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები, რუსული რეჟიმი, სწორედ ისე, როგორც პუტინი აკეთებს, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება დღეს სამწუხაროდ საქართველო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ, ხელები ჩამოვყაროთ, პირიქით, ამან უნდა გაგვაძლიეროს, რადგან საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.